|
2026-09-28 17:36:35, 252 ნახვა
ეკონომიკა
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
შენი პირველი პროფესიული ნაბიჯები, შეგიძლია სწორედ თიბისიში გადადგა. თუ ეძებ შესაძლებლობას, რომელიც უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას რეალურ გამოცდილებად აქცევს, ახლა საუკეთესო დროა, თიბისის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას შემოუერთდე. თიბისიში იმუშავებ სფეროს წამყვან პროფესიონალებთან, რეგიონის ლიდერ კომპანიაში, ჩაერთვები რეალურ პროექტებსა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში და იმ გამოცდილებას მიიღებ, რომელიც კარიერის დასაწყისშივე შენი მნიშვნელოვანი საყრდენი გახდება. პროგრამის კურსდამთავრებულთა 70% კარიერას თიბისიში აგრძელებს, რაც ნიშნავს, რომ სტაჟირება შეიძლება შენთვის მხოლოდ პირველი პროფესიული გამოცდილება კი არა, თიბისის გუნდის წევრობის დასაწყისიც გახდეს. თუ ხარ მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული, ხარ მიზანსწრაფული, გამბედავი და ახალი შესაძლებლობებისთვის ღია - გაეცანი მიმართულებებს, აირჩიე შენთვის საინტერესო სფერო და დარეგისტრირდი თიბისის სტაჟირების პროგრამაზე. თიბისიში შენი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი არაერთი მიმართულება დაგხვდება:
შენ ჩაერთვები 6-12-თვიან ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში, რომელიც შენს განვითარებაზეა მორგებული. სტაჟირების პერიოდში გექნება უნივერსიტეტთან შეთავსებადი, შენზე მორგებული სამუშაო გრაფიკი, იმუშავებ წამყვან პროფესიონალებთან და გეყოლება მენტორი, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობაში დაგეხმარება, გაგიზიარებს გამოცდილებას და იზრუნებს შენს პროფესიულ განვითარებაზე. ეს მხოლოდ პირველი სამუშაო გამოცდილება არ არის - ეს შესაძლებლობაა, გამოსცადო საკუთარი უნარები, გაიცნო პროფესიული გარემო და გადადგა პირველი ნაბიჯი კარიერისკენ, რომელიც თავად გინდა შექმნა. თიბისის სტაჟირების პროგრამაზე განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 14 ოქტომბერი. თუ კითხვები გაქვს, მოგვწერე: HRinternship@tbcbank.ge დარეგისტრირდი დღესვე და დაიწყე კარიერა თიბისიში. მთავარია გჯეროდეს შენი პირველი ნაბიჯის.
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)