18:10 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-28 17:22:55, 250 ნახვა

ეკონომიკა
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს

ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში მომზადებულ კანონპროექტშია გათვალისწინებული, რომელიც პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებმა დღეს დააინიცირეს. ამ ცვლილებით 40 000 - 100 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ფიზიკურ პირებს ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ ექნებათ. ცვლილება დაახლოებით 81 ათას გადამხდელს შეეხება.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მოქმედი წესით 40 000 ლარამდე წლიური შემოსავლის მქონე ოჯახები ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან, ხოლო 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის გადასახადის განაკვეთი ქონების საბაზრო ღირებულების 0.05%-დან 0.2%-მდე განისაზღვრება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის შემთხვევაში მოქმედი განაკვეთი 0.08%-დან 1%-მდეა.

ცვლილების შემდეგ 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ამ გადასახადს აღარ გადაიხდიან. ამ კატეგორიისთვის არსებული საგადასახადო ვალდებულება, 2025 წლის დეკლარაციების მიხედვით, ჯამურად 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებში სწორედ ამ მოცულობის შემოსავალი აღარ შევა.

მთლიანობაში, 2025 წლის მონაცემებით, დაახლოებით 107 ათას გადამხდელზე, მიწის გარდა ქონების გადასახადის სახით, 86.3 მილიონი ლარი იყო დარიცხული. მათგან დაახლოებით 81 ათას გადამხდელს 100 000 ლარზე ნაკლები შემოსავალი ჰქონდა და მათზე დარიცხული გადასახადი 22.3 მილიონ ლარს შეადგენდა. დარჩენილ დაახლოებით 26 ათას გადამხდელზე, რომელთა შემოსავალიც 100 000 ლარს აღემატებოდა, 64 მილიონი ლარის გადასახადი იყო დარიცხული.

ამგვარად, არსებული მოდელით 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირები ჯამურად 22.3 მილიონ ლარს იხდიან/მათზე ეს თანხა არის დარიცხული, ხოლო რეფორმის შემდეგ ეს ვალდებულება გაუქმდება. 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი ქონების გადასახადი შენარჩუნდება. კანონპროექტი ამ კატეგორიისთვის ახალ განაკვეთს ადგენს და დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0.8%-დან 1%-მდე დიაპაზონს ითვალისწინებს.

ყველაზე დიდი ფინანსური გავლენა თბილისის მუნიციპალიტეტზე მოდის. 2025 წლის მონაცემებით, თბილისში ფიზიკურ პირებზე მიწის გარდა ქონების გადასახადის სახით 65.49 მილიონი ლარი იყო დარიცხული. აქედან 16.09 მილიონი ლარი 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე მოდიოდა. შესაბამისად, ცვლილების შემთხვევაში თბილისის ბიუჯეტს ამ კატეგორიისგან მიღებული 16.09 მილიონი ლარის შემოსავალი დააკლდება, ხოლო 100 000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებზე დარიცხული დაახლოებით 49.4 მილიონი ლარი დარჩება.

ბათუმში არსებული დარიცხული ქონების გადასახადი 8.48 მილიონ ლარს შეადგენდა, საიდანაც 2.45 მილიონი ლარი 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე მოდიოდა. ცვლილების შემდეგ ამ კატეგორიის გადასახადი გაუქმდება და დაახლოებით 6.03 მილიონი ლარის დარიცხვა დარჩება.

ქუთაისში მოქმედი წესით დარიცხული იყო 1.4 მილიონი ლარი, მათ შორის 571.6 ათასი ლარი 40 000-დან 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე. ცვლილების შედეგად ეს თანხა გაუქმდება და დარჩენილი დარიცხვა დაახლოებით 826 ათასი ლარი იქნება.

"აღნიშნული ხარჯი (კომპენსირება) 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისთვის შეადგენს22,3 მილიონლარს, ხოლო შემდგომი სამი წლისათვის დანაკარგი გათვალისწინებული იქნება შესაბამისი წლის ბიუჯეტის ფორმირების პროცესში,"- ნათქვამია განმარტებით ბარათში.





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics