22:39 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-24 02:14:06, 1703 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიების შემოსვლა, რომელთაც აქვთ დიდი გამოცდილება და შემოაქვთ ცოდნა დატექნოლოგია

„მნიშვნელოვანია, რომ გერმანულ კომპანიებს წარმოადგენდნენ უშუალოდ მფლობელები. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საინვესტიციოშესაძლებლობებზე ინფორმაცია უშუალოდ იმ პირებს მიეწოდათ, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს მათ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაშიდაეხმარება. რაც ასევე საგულისხმოა, მათ ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვები საქართველოს ცალკეული სექტორების მიმართ, სადაც ისინი ინვესტიციებისგანხორციელებას გეგმავენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ გერმანიის ეკონომიკისა დაენერგეტიკის სამინისტროს საპარლამენტო მდივანთან, ტომას ბარაიბისთან და გერმანულ ბიზნეს-დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ, რომლებიცსაქართველოში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებიან.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი კომპანიებისშემოსვლა, რომელთაც  საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვთ და ქვეყანაში, ინვესტიციასთან ერთად, ასევე შეაქვთ ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები.

შეხვედრას მსხვილი გერმანული კომპანიების (Knauf Gips KG; Ernst Klett AG; Deutsche Bahn AG; Caisley International GmbH; GP Günter Papenburg AG; Cronimet Holding AG / Cronimet Mining AG; Giesecke & Devrient) ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. მოკლე პრეზენტაციების გაკეთების შემდეგ, ისინი საქართველოს ეკონომიკისკონკრეტულ სექტორებში არსებული ვითარებით დაინტერესდნენ. მათ შორის იყო გერმანიის სარკინიგზო კომპანია „დოიჩე ბანი", რომელთანაც მოლაპარაკებებითანამშრომლობის შესახებ 2016 წლიდან დაიწყო, როდესაც კომპანია „საქართველოს რკინიგზას" ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა. მოლაპარაკებები 2018 წლის ივლისში დასრულდა.

„აღნიშნული მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობას „საქართველოს რკინიგზასა" და „დოიჩე ბანს" შორის გადაზიდვებისა და ინფრასტრუქტურისნაწილში, ასევე საერთაშორისო ტვირთების მოზიდვის კუთხით. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გაიზარდოს საქართველოზეგამავალ ევროპა-აზიის დერეფანში ტვირთები მოცულობა და ის უფრო მეტად მდგრადი გავხადოთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ გენადიარველაძემ.

გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტთან ფარგლებში, საქართველოს მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელიპირები ეწვივნენ, რომლებიც ხვალ, 24 აგვისტოს საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსგანიხილავენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics