21:54 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-20 11:42:47, 1467 ნახვა

ეკონომიკა
რთველის საკოორდინაციო შტაბში კომპანიების რეგისტრაცია დაიწყო

რთველის პროცესში ჩართვის მსურველ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შტაბში დარეგისტრირება დღეიდან შეუძლიათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველის საკოორდინაციო შტაბმა მუშაობა ქალაქ თელავში რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

„საკოორდინაციო შტაბი რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია. ყურძნის კრეფა უახლოეს დღეებში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყება და შემდეგ ეტაპობრივად მთელს კახეთს მოიცავს. შტაბი რთველის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს", - აღნიშნა რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრო ასლანიშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბი  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს და კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორის წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.

საკოორდინაციო შტაბის ფუნქციაა რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის  უზრუნველყოფა, რაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საწინდარია. ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა  მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან დანერგა.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის რთველი დაფუძნებული იქნება სრულ საბაზრო ფასების პირობებზე და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics