21:54 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-17 14:52:17, 1691 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის ძირითადი ბერკეტი ეკონომიკის დივერსიფიკაციაა

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ლარის კურსის სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი ბერკეტი ეკონომიკისა და საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორების მაქსიმალური დივერსიფიკაციაა.

მინისტრის თქმით, დღესდღეობით ლარის კურსი მერყეობს, რადგან მნიშვნელოვანი მერყეობაა ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. როდესაც ამგვარი მკვეთრი გაუფასურება ხდება თურქეთში, ეს რა თქმა უნდა გავლენას ახდენს ლარზეც.

როგორც გიორგი ქობულიამ განმარტა, ლარის მერყეობა საშუალებას იძლევა შეიქმნას ე.წ. "უსაფრთხოების ბალიში" ეკონომიკისთვის, რაც ლარის დაცემით გამოწვეულ უარყოფით გავლენებს დააბალანსებს. გაუფასურება ამ შემთხვევაში გარკვეულწილად წარმოადგენს ბუფერს ჩვენი ეკონომიკისათვის, რადგან ამ პირობებში ხდება ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდა და ამავე დროს იზღუდება გაიაფებული იმპორტი.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics