21:55 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-16 17:18:39, 1407 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ჩვენი მიზანია ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მომსახურების ხარისხიც გავაუმჯობესოთ

„საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება. 2018 წლის იანვარ-ივლისში ის 20 პროცენტზე მეტად გაიზარდა. ჩვენი მიზანია, ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად, ტურისტული მომსახურების ხარისხიც გავაუმჯობესოთ“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე დაესწრო.

შეხვედრაზე ტურისტული ასოციაციებისა და ტუროპერატორთა წარმომადგენლებმა სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.   

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრას სასარგებლო და დადებითი შედეგის მომტანი უწოდა. „ჩვენ მოვისმინეთ და ვაპირებთ ვიმოქმედოთ მათი რეკომენდაციების მიხედვით ბევრ საკითხთან დაკავშირებით," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა ტურიზმის სექტორისთვის პროფესიული კადრების მომზადების გაუმჯობესება, ტურისტული კომპანიების დაბეგვრასთან დაკავშირებული რეგულაციების გამარტივება, ტურისტული ტრანსპორტის რეგულირება და სხვ.

„ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ასეთი შეხვედრები და ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, შევქმნათ ტურისტულ სექტორთან დაკავშირებული მრჩეველთა საბჭო, სადაც  რეგულარულად მოვისმენთ სექტორის მონაწილეებისგან წინადადებებს და მათ ყურადღებას მივაქცევთ," - გიორგი ქობულიამ.

NS

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics