|
2018-08-08 15:21:40, 553 ნახვა
რეგიონი
10 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან - აჭარაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
დღეს აჭარაში აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დღუპული გმირები გაიხსენეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ბათუმში მდებარე 8 აგვისტოს სკვერში შეიკრიბნენ და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას პოლონეთის ქვემო სილეზიის რეგიონული სეიმიკის წევრები და სეიმიკის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, რომლებიც აჭარაში რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან. სკვერში იმყოფებოდნენ ასევე ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები. მათ სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. თორნიკე რიჟვაძემ სიტყვით გამოსვლისას 10 წლის წინ მომხდარი ტრაგედია გაიხსენა და დაღუპული გმირების ხსოვნის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. „ქედს ვიხრით ყველა იმ გმირი ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას" - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის დღესაც გრძელდება. „ეს ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩვენ შევძლებთ საქართველო იყოს თავისუფალი და ერთიანი იმ აღიარებულ საზღვრებში, რომელსაც საერთაშორისო სამართლის ნორმები ითვალისწინებს" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 8 აგვისტოს სკვერში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას პოლონეთის სავოევოდოს ქვემო სილეზიის სეიმიკის თავმჯდომარე პაველ ვრუბლევსკი მიესალმა და რეგიონული სეიმიკის მიერ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის შესახებ გააკეთა განცხადება. პაველ ვრუბლევსკის თქმით, რეზოლუციის მიღებით კიდევ ერთხელ შეახსენეს საერთაშორისო საზოგადოებას, თუ რა ტრაგიკულ მოვლენებს ჰქონდა ადგილი 10 წლის წინ. მეგობარი პოლონეთის რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, სიმბოლურად, მათ მიერ ერთხმად მიღებული რეზოლუციის დოკუმენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დავით გაბაიძეს გადასცა, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა აღნიშნული რეზოლუციის მიღების პროცესში. ცერემონიალის დასრულების შემდეგ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები პოლონელ სტუმრებთან ერთად ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს გაესაუბრნენ. დღესვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულში გაემგზავრება, სადაც რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის იაგო მიქელაძის საფლავს მიაგებს პატივს.
(NS)
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - თქვენ ჩვენი ბატონ-პატრონები ნუ გგონიათ თავი და ხალხს ზემოდან კი ნუ უყურებთ
მეუფე იობი - ნიღბების ჩამოხსნის პროცესი დაიწყო, ვინ ვინ არის გამოჩნდა
საქართველო რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო დერეფანს ავითარებს: ანაკლიის პორტამდე რკინიგზა აშენდება
Bloomberg: აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შემცირება ევროპაში შესაძლოა მოსალოდნელზე ნაკლები იყოს
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





