|
2018-08-03 13:31:52, 639 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე კურორტ „გოდერძიზე" მიმდინარე პროექტებს გაეცნო
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან დავით გაბაიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად კურორტ „გოდერძიზე" მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მთავრობის თავმჯდომარეს კურორტის ხელმძღვანელმა მიაწოდა. ამ ეტეპაზე კურორტ „გოდერძიზე" 15 საინვესტიციო პროექტი მიმდინარეობს. სულ ხორციელდება 125 მილიონი ლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც კურორტს 1300 განთავსების ადგილი შეემატება. დასაქმდება 1000 ადამიანი. უახლოეს 3 წელში კურორტზე დაგეგმილია 200-ზე მეტი მლნ ლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც სასტუმრო ნომრების რაოდენობა 1300-ით გაიზრდება. კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გოდერძის უღელტეხილზე მყოფ ტურისტებს გაესაუბრა და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა. დღის მანძილზე, თორნიკე რიჟვაძე მაღალმთიანი აჭარის ტურისტულად ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილის - მწვანე ტბის მიმდებარედ არსებულ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნობა. დაათვალიერებს ბეშუმის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვევა.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)