18:49 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 19:02:28, 1317 ნახვა

ეკონომიკა
ქობულია: საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგია უფრო კომპლექსურად უნდა განვავითაროთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის კომპლექსური განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. 

გიორგი ქობულიას განცხადებით, ლოგისტიკური ჰაბისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, უფრო მეტად უნდა განვითარდეს ლოგისტიკა, გაიზარდოს გადაზიდვებისა და ტვირთების მოცულობა, რისი პოტენციალიც ძალიან დიდია.

„ჩვენ თავად უნდა განვსაზღვროთ, როგორ გვინდა, საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის განვითარება; როგორც ავითვისოთ არსებული პოტენციალი, რომელიც საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს," - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით,  პორტების, რკინიგზის, სხვა ტრანსპორტისა და სხვა კომპონენტების განვითარება ურთიერთშეთანხმებისა და ურთიერთზემოქმედების საფუძველზე კომპლექსურად უნდა განხორციელდეს.

საკომიტეტი განხილვისას, გიორგი ქობულიას ასევე დაუსვეს შეკითხვა ანაკლიის პორტის შესახებ.

„ანაკლიის პროექტი მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის ნაწილია,  არ შეიძლება ანაკლიის პორტი ცალკე განვიხილოთ", - განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტი ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია საქართველოში და მისი განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics