18:49 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-13 16:32:54, 895 ნახვა

ეკონომიკა
ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება

14 ივლისს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიციატივით და საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნესის, ეკონომიკის და მართვის სკოლის მხარდაჭერით, სასტუმროში „მერკური, 19:00 სთ-ზე  ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის შემაჯამებელი გალა ღონისძიება გაიმართება.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კურსის ფარგლებში ქართული ექსპორტიორი კომპანიების მენეჯერებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა აემაღლებინათ ცოდნა, განევითარებინათ საჭირო უნარ-ჩვევები და მნიშვნელოვანი კავშირები დაემყარებინათ სხვა ქართულ ექსპორტიორ კომპანიებთან. კურსის პირველი ეტაპი 2018 წლის 7 მაისს დაიწყო, რომელსაც 30 კომპანიის 43 წარმომადგენელი ესწრებოდა.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ  კურსი ყველა  საბაზისო საკითხის გავლას გულისხმობს, რომელიც აუცილებელია საექსპორტო აქტივობების წარმატებულად და ეფექტიანად დაგეგმვისთვის. მსმენელები გაეცნენ ექსპორტის ტერმინოლოგიას საერთაშორისო გაყიდვების წარმოების მიმართულებით. სალექციო საათები კი დაეთმო საექსპორტო ლოჯისტიკის, ხარისხის ინფრასტრუქტურისა და ბიზნეს კომუნიკაციების საკითხებს, რომელიც კონკრეტული პრაქტიკული რჩევების გაცემასა და ინტერაქციის საშუალებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის პროგრამა მაქსიმალურადაა მორგებული საბაზრო მოთხოვნებზე და ექსპორტის მენეჯერებს აძლევს პრაქტიკულ ცოდნას, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა საერთაშორისო გაყიდვების წარმოება, რაც თავის მხრივ, დამქირავებელი კომპანიის საექსპორტო გაყიდვების ზრდაზე და დივერსიფიცირებაზე აისახება. ამასთანავე, კურსის მსვლელობისას განხილულ იქნება საერთაშორისო სავაჭრო მისიები და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA).

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics