18:12 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-09 16:00:25, 868 ნახვა

ეკონომიკა
დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას

"დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი ხელს შეუწყობს საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ დღეს ქუთაისში მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბიზნესთან დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმის თაობაზე ქვეყნის მასშტაბით აქტიური კომუნიკაცია გრძელდება.

"კომუნიკაციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის შეხვედრები, იმისათვის რომ უფრო დეტალურად გავიგოთ ბიზნესის საჭიროებების შესახებ და მოხდეს აქტიური თანამშრომლობა. მოგეხსენებათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ეს არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. რამოდენიმე დღის წინ ამოქმედდა შეღავათიენი დაბეგვის ახალი წესი, რომელიც უპრეცენდენტოდ დაბალ საგადასახადო პროცენტს აწესებს. ცვლილება დაახლოებით 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. პირველი კვირას ჩვენ გვინდა პრაქტიკულად გავაანალიზოთ, შევხედოთ თუ როგორ მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი, რა პრობლემები აწუხებს ბიზნესს. ჩვენ მომავალშიც ვგეგმავთ ასეთი სახის შეხვედრებს, რათა უკეთ ვიცნობდეთ ბიზნესის პრობლემატიკას", - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics