|
2018-07-05 18:47:30, 1283 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩიქოვანი: საქართველო ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩიქოვანმა, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ქართულ-გერმანულისტრატეგიული ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს, თავის მოხსენებაში ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონალური სატრანზიტო სახელმწიფოს, რომელზეც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი დერეფანი გადის. გამომდინარე აქედან, გიორგი ჩიქოვანის შეფასებით, საქართველოს დიდი პოტენციალიაქვს, გაზარდოს საკუთარი მონაწილეობა აღმოსავლეთ - დასავლეთისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო პროექტებში განხორციელებაში, ასევეპარტნიორ ქვეყნებთან ერთად მნიშნველოვანი როლი ითამაშოს ევროკავშირისთვის ენერგიის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის კუთხით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ბაზისევროპულთან დაახლოების კუთხით მიღებულ გადაწყვეტილებებზე. თავის გამოსვლაში გიორგი ჩიქოვანი შეეხო „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტს, ვინაიდან ბუნებრივი აირის მიმწოდებელი და მომხმარებელი ქვეყნებისინტერესების გადაკვეთაზე მდებარეობის წყალობით, საქართველო არის „სამხრეთ გაზის დერეფნის" პროექტის განუყოფელი ნაწილი და სტრატეგიულიპარტნიორი. მისი თქმით, სწორედ საქართველოში გადის სამხრეთ გაზის დერეფნის ერთერთი შემადგენელი ნაწილი სამხრეთ კავკასიური მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის გაზსადენს საქართველოს გავლით თურქეთთან აკავშირებს. გიორგი ჩიქოვანი ასევე შეეხო „თეთრ ნაკადს" და „ტრანს კასპიურმილსადენს" რომელთა განხორციელება აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპას მისცემს საშუალებას რუმინეთის გავლით მიიღოს ბუნებრივი გაზისგაზრდილი მოცულობები. აღნიშნული ფორუმის მეორე სესია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში ეკონომიკისა და ენერგეტიკის პერსპექტივებს დაეთმო. გიორგი ჩიქოვანმა ისაუბრაენერგეტიკის სექტორში გერმანიის სახელმწიფო განვითარების ბანკთან (KfW) ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაშისაქართველოს საიმედო და მნიშვნელოვანი პარტნიორია ენერგეტიკის სექტორში. ქართულ - გერმანული სტრატეგიული ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და სხვაოფიციალური პირები.
(NS)
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)