|
2018-06-29 12:21:06, 911 ნახვა
ეკონომიკა
„ნიუ ჰოსპიტალსისა“ და კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის ძალისხმევით, ინტერვენციული რადიოლოგიის მიღწევების შესახებ სხდომა გაიმართა
მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციის სხდომა გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იქნა ინტერვენციული რადიოლოგიის სფეროს უახლესი მიღწევები და სიახლეები ქირურგიულ სამსახურთან უშუალო თანამშრომლობის კონტექსტში. სხდომას უძღვებოდა ინტერვენციული რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი, „სკირას“ პრეზიდენტი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ მიზანდარი, რომელმაც მერაბ კილაძესთან და ოთარ კეპულაძესთან ერთად ისაუბრა ინტერვენციული რადიოლოგიის შესაძლებლობებზე, კერძოდ პერკუტანური ქოლანგიოსტომიის და პანკრეატიკოსტომიის ეფექტურობის შესახებ პანკრეატოდუოდენური რეზექციის დროს, რაც გულისხმობს სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინრის დრენირებას და უზრუნველყოფს პანკრეასის სიმსივნის ურთულესი ქირურგიული ოპერაციის ეფექტურად და უსაფრთხოდ ჩატარებას. სხდომაზე მალხაზ მიზანდარმა, მერაბ ჯანელიძემ და თეიმურაზ სორდიამ აგრეთვე წარმოადგინეს მოხსენება კლაცკინის ნეოპლაზმის (ღვიძლის კარის სიმსივნე, რომელიც სიყვითლით ვლინდება) შესახებ. კერძოდ, გაშუქდა დიაგნოსტიკის, მცირეინვაზიური მენეჯმენტის, რადიკალური ქირურგიული მკურნალობისა და მორფოლოგიური კვლევის სირთულეები კლინიკური შემთხვევის მაგალითზე. თანამედროვე მედიცინის უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით, ინტერვენციული რადიოლოგია, რომელიც გულისხმობს მინიმალურად ინვაზიურ (ჭრილობის გარეშე) სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციებს, პაციენტს საშუალებას აძლევს მიიღოს მაქსიმალური შედეგი მინიმალური ჩარევით და საგრძნობლად გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. ინტერვენციული რადიოლოგია შესაძლებელს ხდის რადიოლოგიური გამოსახვის მეთოდთა კონტროლით ისეთი მანიპულაციების ჩატარებას, როგორიცაა ორგანოებისა და ქსოვილების ბიოფსია, სადინრებისა და სითხური კოლექციების დრენირება, სადინრებისა და სისხლძარღვების სტენტირება, სიმსივნეთა ტრანსარტერიული ემბოლიზაცია, აბლაცია და სხვ. „ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის შეთანხმებული, მულტიდისციპლინარული მიდგომა პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.
(R)
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)