17:58 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-09-28 16:57:24, 240 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკმა მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით DataIQ Awards 2026-ზე საერთაშორისო მასშტაბით ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო და დაჯილდოების ყველაზე მეტი ჯილდოს მფლობელი გახდა. ბანკმა ჯილდო მიიღო როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით საუკეთესო გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობისთვის. 

DataIQ Awards მონაცემთა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო დაჯილდოებად მიიჩნევა. დაჯილდოება უკვე მე-10 წელია ტარდება და 2026 წელს დაახლოებით 400 განაცხადი შეფასდა. დაჯილდოება აერთიანებს წამყვან კომპანიებს საბანკო, სადაზღვევო, საცალო, ფარმაცევტული, მედია, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა ინდუსტრიებიდან მთელს მსოფლიოში.  

კონკურსში საქართველოს ბანკთან ერთად სხვადასხვა ინდუსტრიის ისეთი საერთაშორისო კომპანიები მონაწილეობდნენ, როგორებიც არიან Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ. 

საქართველოს ბანკმა ოთხი ჯილდო შემდეგ კატეგორიებში მიიღო: 

საუკეთესო გუნდი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით 

DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკისა და AI-ის გუნდი საერთაშორისო კატეგორიაში საუკეთესოდ დაასახელა. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში გუნდმა AI ბანკის ყველა მიმართულებაში დანერგა და ბანკის არასაკრედიტო AI ინიციატივების წლიური გავლენა ათჯერ გაზარდა. 

 AI უკვე ფართოდ გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაშიც: თანამშრომლებმა შექმნეს თითქმის 400 AI ასისტენტი, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს, ხოლო ბექ ოფისის გუნდებში თანამშრომელთა თითქმის ორი მესამედი AI-ს ყოველდღიურად იყენებს. 

 

მნიშვნელოვანი მიღწევა მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — Data Science Agent Factory 

საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი Data Science Agent Factory მონაცემთა მეცნიერების მუშაობის ახალ მოდელს ქმნის. სისტემა 10-ზე მეტი სპეციალიზებული AI აგენტისა და მიკროაგენტისგან შედგება, რომლებიც მონაცემთა მეცნიერების პროექტების დაგეგმვას, კვლევას, მოდელირებას, ვალიდაციასა და დეველოპმენტს ასრულებენ. ადამიანი დეველოპერები მართავს ამ აგენტების გუნდებს, აძლევენ მათ დავალებებეს და ამოწმებენ მათ მიერ შესრულებულ შედეგებს. ეს საშუალებას იძლევა, დეველოპმენტი რამდენჯერმე უფრო სწრაფად გაკეთდეს, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. 

ხელოვნური ინტელექტის ყველაზე ინოვაციური გამოყენება საერთაშორისო მასშტაბით — Agent Orchestrator 

Agent Orchestrator დავალებას თავიდან ბოლომდე ასრულებს: აგროვებს საჭირო ინფორმაციას, გეგმავს სამუშაოს, წერს კოდს, ატარებს ტესტებს და შედეგს დეველოპერს დასადასტურებლად წარუდგენს. ამ პროცესში ადამიანის კონტროლი შენარჩუნებულია ,  რეალურ სამუშაო გარემოში დანერგვამდე ყველა ცვლილებას დეველოპერი ამოწმებს და ადასტურებს. 

პროდუქტის მთავარი განსხვავება ჩვეულებრივი კოდის ასისტენტისგან მისი დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობაა. Agent Orchestrator -ს თითოეულ ნაბიჯზე მითითება არ სჭირდება: ის იღებს კონკრეტულ დავალებას და გუნდს შესრულებულ შედეგს უბრუნებს. პროდუქტი უკვე გამოიყენება ბანკის ყოველდღიურ საქმიანობაში და ციფრული პროდუქტების უკან არსებული პროგრამული განვითარების სამუშაოების მნიშვნელოვან ნაწილს ასრულებს. მისი მოდულური არქიტექტურა სხვადასხვა გუნდს საკუთარ ამოცანებზე გამოყენებისა და ახალი შესაძლებლობების დამატების საშუალებას აძლევს,  

 

წლის ლიდერი მონაცემთა ანალიტიკის ან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო მასშტაბით — მიხეილ ნადარეიშვილი 

DataIQ-მ საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი მონაცემთა და AI-ის მიმართულებით წლის ლიდერად დაასახელა მსხვილი ორგანიზაციების კატეგორიაში საერთაშორისო მასშტაბით. 

DataIQ-ის შეფასებით, 2026 წლის დაჯილდოებამ წარმოაჩინა ის ორგანიზაციები და ლიდერები, რომლებიც მონაცემებსა და AI-ს არა მხოლოდ ექსპერიმენტებისთვის, არამედ რეალური ბიზნეს შედეგების მისაღებად იყენებენ. საქართველოს ბანკის ოთხი ჯილდო სწორედ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის საერთაშორისო აღიარებაა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ევროკავშირმა უკრაინისთვის სამხედრო საწვრთნელი მისიის მანდატი 2028 წლამდე გაახანგრძლივა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics