|
2018-06-14 12:58:22, 810 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს დაიწყება
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2018-2019 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 18 ივნისს,12:00 ზე დაიწყება, – ამის შესახებ ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც, გვანცელაძემ აღნიშნა, რეგისტრაცია სააგენტოს ვებგვერდზე kids.org.ge ელექტრონულად წარიმართება. „აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა შვილებიც სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით, ასევე 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების შვილები“,-განაცხადა გვანცელაძემ. მისივე თქმით, მეორე ეტაპი 22 ივნისს 12:00 საათზე დაიწყება, სადაც შესაძლებელი იქნება დარეგისტრირდეს ყველა ის აღსაზრდელი, რომელიც პირველი ეტაპის კატეგორიას არ მიეკუთვნება. მისივე თქმით, ახალ ბაღებს უკვე მიენიჭათ ნომრები, კერძოდ ნაძალადევის რაიონში, ხეხილ–სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს #49 საბავშვო ბაღი, სოფელ დიღომში – #67, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში – #73, სოფელ გლდანში – #53, გლდანის მესამე მიკრორაიონში – #57, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში – #44; წყნეთში – #118; დიდუბის რაიონში, ზუგდიდის ქუჩა #3–ში – #38, ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე კი – #68.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)