|
2018-06-13 17:12:04, 744 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალს ელისაბედ II-ს დაბადების დღეს ულოცავს. „თქვენო უდიდებულესობავ, მინდა გულითადად და გულწრფელად მოგილოცოთ დაბადების დღე. ამ მნიშვნელოვან დღეს მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი მმართველობის პერიოდში თქვენი ქვეყანა წარმატებით განვითარდა სირთულეებით აღსავსე და არასტაბილურ გარემოში. თქვენო უდიდებულესობავ, თქვენ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებთ მშვიდობისა და კეთილდღეობის საქმეში, როგორც გაერთიანებული სამეფოსთვის, ასევე ერთა თანამეგობრობისთვის და მთლიანი კაცობრიობისათვის. ჩვენს ქვეყნებს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, ძლიერი კულტურული კავშირები და წარმატებული პოლიტიკური თანამშრომლობა აერთიანებთ. ნება მიბოძეთ გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. მწამს, რომ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებულ კავშირები და ძლიერ პარტნიორობა კიდევ უფრო გაძლიერდება და გაღრმავდება ჩვენი ქვეყნების ერთობლივი სარგებლისათვის. თქვენო უდიდებულესობავ, ნება მიბოძეთ გისურვოთ ბედნიერება, ჯანმრთელობა და დიდი წარმატება თქვენი ქვეყნის წინსვლისთვის და კეთილდღეობისათვის", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მისალოც წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)