|
2018-06-13 16:52:31, 488 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის ქუჩაზე წვიმის შედეგად ჩამოშლილი კედლის ადგილას გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო
ავლაბარში, მეტეხის ქუჩა N3-ში ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოშლილი ავარიული შენობის კედლის ტერიტორიაზე გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. მეტეხის ქუჩა N3-ში არსებული ავარიული შენობა ისტორიულ არეალში, ტურისტულად აქტიურ ზონაში მდებარეობს. შენობის მომიჯნავედ არსებული საცხოვრებელი სახლების, ქუჩაზე ავტომანქანებისა და ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, ჩამოშლილი ფრაგმენტებისგან ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, შენობის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი შესაბამისი წესების დაცვით მოხდება. ისნის რაიონის გამგეობა შენობის დაზიანებული ნაწილის დემონტაჟს, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზე და შენობის მეპატრონესთან შეთანხმების გათვალისწინებით, გადაუდებელი წესით განახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე გაეცნო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ტერიტორიაზე კვლავ დამცავი ღობე მოეწყობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)