|
2018-06-12 17:16:44, 960 ნახვა
საზოგადოება
გახარია ბელგიის სამეფოს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს შეხვდა
ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბელგიის სამეფოს მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს - თეო ფრანკენს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის პირობებში ბელგიაში თავშესაფრის მაძიებელთა მატების დინამიკა განიხილეს. გიორგი გახარიამ თეო ფრანკენს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი, ასევე, განხორციელებული ღონისძიებები გააცნო და სრული მზაობა გამოთქვა ბელგიურ მხარესთან ამ კუთხით დამატებითი თანამშრომლობის თაობაზე. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს უნებართვოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში საქართველოსა და ბელგიას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც გამოიხატება ქართული მხარის მიერ ბელგიიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-იან დაკმაყოფილებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)