|
2018-06-12 15:52:59, 643 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და GIZ-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოში ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების და ეკოსისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელმა, როლანდ შტოირერმა მოაწერეს. სამინისტროს ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა როლანდ შტოირერს თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია, რასაც აღნიშნული მემორანდუმიც ადასტურებს. GIZ-ის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელის, როლანდ შტოირერის განცხადებით, გერმანულ მხარეს საქართველოსთან სატყეო სექტორის რეფორმისა და ტყეების მდგრადი მართვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით 10 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აკავშირებს. ბიუროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო გერმანიის სანდო და საიმედო პარტნიორია. მხარეებმა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოაწერეს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)