|
2018-06-12 09:35:01, 833 ნახვა
საზოგადოება
ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 153 შეტყობინება შევიდა
თბილისში, ძლიერი წვიმის შედეგად, 01:00 საათის მონაცემებით, შემოსულია 153 შეტყობინება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შესული შეტყობინებების ნაწილი ფიქტიური აღმოჩნდა. ყველაზე მეტი დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან. შეტყობინებები შესულია ასევე: დიდუბე-ჩუღურეთის, ისანი-სამგორისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებიდან. „ამ წუთებში, მთელი ქალაქის მასშტაბით, სამაშველო სამუშაოებში ჩართულია თბილისის ყველა სახანძრო-სამაშველო სამსახური. ბოლო ინფორმაციით, წყლის ძლიერმა ნაკადმა დააზიანა გლდანი-სოფელი გიორგიწმინდის დამაკავშირებელი გზა. მეხანძრე-მაშველებმა უნივერსიტეტის ქუჩაზე ჩარჩენილი მანქანების უსაფრთხო გაყვანა უზრუნველყვეს. ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ხის წაქცევის გამო გზა ჩაიხერგა. ამ დროისთვის გზა გაწმენდილია და შეფერხებები მოხსნილია. მეხანძრე-მაშველებმა უზრუნველყვეს იმ მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილება, რომლებიც ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაშავებულების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)