|
2018-06-11 19:18:25, 926 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა
ერთობლივი ფორუმების ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. ჩუღურეთის, გლდანის და ისნის რაიონების შემდეგ ფორუმს საბურთალოს რაიონმა უმასპინძლა. დღეს, თბილისის 61-ე საჯარო სკოლაში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრების ვახტანგ შაქარიშვილის და დავით უთმელიძის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობით მეოთხე დასაქმების ფორუმი გაიმართა. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან გოგოძე დამსწრეებს ქვეყნის მასშტაბით განხორცილებეულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ სამუშაოს მაძიებლებს ინფორმაცია სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მარი ბეზარაშვილმა მიაწოდა. შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემა worknet-ში დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტმა მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და აცნობა დაგეგმილი ფორუმის შესახებ. ფორუმის ფარგლებში სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, სამუშაოს მაძიებლებმა მიიღეს ინფორმაცია ვაკანსიებზე და დამსაქმებელს უშუალოდ გაესაუბრნენ. საბურთალოს დასაქმების ფორუმზე 23-მდე დამსაქმებელი 2000-ზე მეტი შრომის ბაზარზე აქტიური ვაკანსიით წარსდგა. დამსაქმებლებმა წარმოადგინეს აქტიური ვაკენსიები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: მომსახურების, გაყიდვების, საამშენებლო, ტურიზმის და სფეროებიდან. ანალოგიური ფორუმები უკვე თბილისის სხვადასხვა რაიონებში: 15 ივნისს სამგორის, ვაკის - 20 ივნისს და ნაძალადევის - 22 ივნისს დაიგეგმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)