22:35 - 11 Nov, 2026
|
2018-06-11 14:14:23, 706 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან განთავსებული ბანერი - „ნუ მომკლავ“ სამართალდამცველებმა წაიღეს
პარლამენტის შენობასთან განთავსებული ბანერი, წარწერით - „ნუ მომკლავ“, სამართალდამცველებმა წაიღეს. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათთვის გაუგებარია, რატომ გაიტანეს ბანერი და არ იციან, დაუბრუნდებათ თუ არა. ამასთან, რამდენიმე საათის წინ პოლიციამ გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები აიღო და კვლავ პარლამენტის შენობასთან დააბრუნა. ამ დროისთვის კარვებთან სამართალდამცველები დგანან და მოქალაქეებს შიგნით აღარ უშვებენ. გარდა ამისა, პარლამენტის კიბეებთანაც პოლიციელები არიან განლაგებული. დღეს ადგილზე რამდენიმე ინციდენტიც მოხდა. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით გამთენიისას 4 პირი, მათ შორის ზვიად კუპრავა დააკავეს, ხოლო მოგვიანებით კიდევ სამი პირის დაკავება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)