|
2018-06-11 13:04:13, 680 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი - მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც მონაწილეთა რაოდენობა დიდია
ომბუდსმენის განცხადებით, პოლიციას რუსთაველზე, ტრანსპორტის სავალი ნაწილიდან კარვების გატანის უფლება ჰქონდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას გამოეხმაურა. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. „საქართველოს მთავრობას ან თვითმართველობის ორგანოს აქვს უფლება შეზღუდოს პირის უფლება გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით. სახალხო დამცველის აპარატი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ზაზა სარალიძის და სხვა დაზარალებულთა უფლებების დასაცავად; ცდილობს მიაგნოს და შეისწავლოს საქმის ყველა დეტალი, რაც ნათელს მოფენს მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შემშლელ ფაქტორებს და გამოკვეთს ამ დანაშაულში მონაწილე პასუხისმგებელ პირებს. აპარატი ასევე მუშაობს სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. ცნობისთვის, ამ დროისთვის რუსთაველზე მოძრაობა აღდგენილია. პოლიციამ კარვები საავტომობილო გზიდან გაიტანა და კვლავ პარლამენტის შენობასთან დააბრუნა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)