|
2018-05-16 10:45:04, 1515 ნახვა
საზოგადოება
სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდება
სამგორის ქუჩაზე მცხოვრებ 18 ოჯახს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად გადაეცემა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროცესი მომავალშიც გაგრძელდება და მოქალაქეებს, რომლებიც საცხოვრებელ ფართებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, მათი დაკანონების შესაძლებლობა მიეცემათ. „ჩემი საარჩევნო დაპირება იყო, რომ ადამიანებს ფართების დაკანონების საშუალება მიეცემოდათ, სადაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობენ. ჩვენ ამ პროექტის განხორციელება დავიწყეთ. დღეს განვიხილავთ სამგორის ქუჩის N16-ში 18 ოჯახისთვის საცხოვრებლების სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაცემის საკითხს. აღნიშნული პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანია ამ მდგომარეობაში და რა თქმა უნდა, ყველას დავეხმარებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)