|
2018-05-14 18:38:28, 1591 ნახვა
საზოგადოება
„ვაპროტესტებთ იმ სოდომს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ“ - „ქართული მარშის“ აქცია რუსთაველზე (ვიდეო)
"ქართული მარშის" წევრების საპროტესტო აქცია-მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მსველობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. როგორც "მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, ისინი საქართველოში ბოლო დროს არსებულ ლიბერალურ პოლიტიკას აპროტესტებენ. "ვაპროტესტებთ იმ ანტიქრისტიანულ შეხედულებებს, იმ სოდომს, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში ვიხილეთ. ჩვენ მივდივართ პარლამენტის შენობასთან, სადაც 9 აპრილის მემორიალთან ნარკომანებმა და გარყვნილებმა მოაწყეს სოდომი. ადგილზე მისვლის შემდეგ ჩამოვყალიბდებით გეგმაზე და განცხადებას გავაკეთებთ", - განაცხადა ბრეგაძემ. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ტრანსპარანტები წარწერებით: "თავიუსუფლება პოლიტპატიმრებს", "ძირს ლიბერალური პოლიტიკა", "შეწყდეს გარყვნილების პროპაგანდა". აქციაში 300-მდე ადამიანი მონაწილეობს.
"ექსპრესნიუსი" აქციის მონაწილეების ქსენოფობიურ, ჰომოფობიურ და რასისტულ განცხადებებს ემიჯნება.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)