20:15 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-14 01:43:35, 1794 ნახვა

საზოგადოება
აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს

აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობის გავლით დატოვეს.

ისინი ტერიტორიიდან სამართალდამცველებმა სპეციალური ავტობუსებით გაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად როდესაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა, მომიტინგეებმა ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლეს, რადგან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ. სწორედ ამის გამო მოახდინეს სამართალდამცველებმა მათი გაყვანა პარლამენტის შენობის გავლით.

კონტრაქცია ამ დრომდე გრძელდება. მათ ჯერჯერობით 9 აპრილის მემორიალთან მისვლის საშუალებას სამართალდამცველები არ აძლევენ, რის გამოც რამდენიმე დაპირისპირებაც მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ქვები, ბოთლები და სხვადასხვა საგნები ისროლეს, რის შედეგადაც ერთი სამართალდამცველი დაშავდა.  პოლიციამ კონტრაქციის 20-მდე მონაწილე დააკავა.

ამ დროისთვის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. ტერიტორიის დასუფთავების შემდეგ, კონტრაქციის მონაწილეებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლა შეეძლებათ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
23 წლის სტიქაროსნის გარდაცვალების საქმეზე პოლიციელები დააკავეს
მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმას მატერიალური კეთილდღეობით ვერ დაადუმებენ
ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი
ევა გოცირიძე ოცნებას - სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობთ?
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics