|
2018-05-14 00:55:46, 1877 ნახვა
საზოგადოება
ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა და მორიგი აქცია დააანონსა
აქციის „ჩვენი თავისუფლებისთვის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვიმლა მხარდამჭერებს დაშლისკენ მოუწოდა. როგორც მან აღნიშნა, ერთი კვირის განმავლობაში აქციის ორგანიზატორები შსს-თან ითანამშომლებენ. მანვე მორიგი აქცია 19 მაისს დააანონსა. „ დროებით გემშვიდობებით, დღეს მისია შესრულებულია, შს მინისტრთან შევთანხმდით იმაზე რომ მათთან ვითანამშრომლებთ. იმედი გვაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება პროდუქტული. თუმცა აქვე ვაანონსებ, შაბათს კიდევ ერთ აქციას გავმართავთ. ბრძოლა არ დასრულებულა“,- განაცხადა ბექა წიქარიშვილმა. ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქციის ორგანიზატორებსა და შს მინისტრ გიორგი გახარიას შორის შეთანხმება შედგა. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, აქციის წარმომადგენლებთან ერთად ხვალიდან განიხილავს შაბათს, ღამის კლუბებეში ჩატარებულ სპეცოპერაციას და იმ შემთხვევაში, თუ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება დადასტურდება, შესაბამისი პირები პასუხს აგებენ. მან ასევე პირობა დადო, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგი იქნება მიღწეული.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)