|
2018-05-13 22:50:54, 1648 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „თავისუფლების მოედანი“ დაიკეტა
მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „თავისუფლების მოედანი“ დროებით დაიკეტა. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, მატარებელი აღნიშნულ გაჩერებებზე არ ჩერდება. ცნობისთვის რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე კონტრაქციის მონაწილეები ცდილობენ, 9 აპრილის მემორიალთან მისვლას, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს, თუმცა მათ ამის საშუალებას პოლიცია არ აძლევს. ცოტა ხნის წინ, ქაშვეთის ეკლესიასთან მყოფმა კონტრაქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონი ნაწილობრივ გაარღვის, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე შეიარაღებულმა სპეცრაზმმა დამატებითი კორდონები განალაგა, მომიტინგეების შეჩერება მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიაზე მობილიზებულია ასევე წყლის ჭავლის მანქანები, რომლითაც, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველები აქციის დაშლას შეეცდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)