|
2018-05-13 22:26:32, 1492 ნახვა
საზოგადოება
„მზად ვარ კითხვებს ვუპასუხო“ - შს მინისტრი პარლამენტთან მივიდა
„თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს შეკითხვები, მე მზად ვარ რამდენიმ წუთში ვიყო აქციის მონაწილეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე და ყველა კითხვას გულწრფელად გავცეთ პასუხი“, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მინისტრის უკვე ადგილზეა. იგი აქციის ორგანიზატორებს ხვდება. „მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილი არიან პარლამენტის წინ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს და გუშინ პოლიცია აკეთებდა და აკეთებს მაქსიმუმს რათა დაიცვას უსაფრთხოება და გამოხატვის უფლება ჩვენი თანამოქალაქეების. თუ პარასკევის ღონისძიებაზე არსებობს შეკითხვები, მე მზად ვარ რამდენიმ წუთში ვიყო აქციის მონაწილეებთან ერთად ამ ტერიტორიაზე და ყველა კითხვას გულწრფელად გავცეთ პასუხი. რამეთუ, ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის როგორც გამოხატვის უფლება, ასევე უსაფრთხოება. ამიტომ მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეკრებილია პარლამენტის წინ და ვთხოვო მათ, მიეცით საშუალება პოლიციას შეასრულონ თავისი უფლებამოსილება. იმ კითხვებზე რომლებიც თქვენ დაგიგროვდათ, მე მზად ვარ რამდენიმე წუთში ვიყო მანდ და გავცე ამ შეკითხვებს პასუხი“, - განაცხადა გახარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)