|
2018-05-13 14:34:51, 1927 ნახვა
საზოგადოება
მსახიობი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა
83 წლის ასაკში საქართველოს დამსახურებული არტისტი ბაადურ წულაძე გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტი, ოჯახის ახლობლებმა დაადასტურეს. როგორც ცნობილია მსახიობი თავს შეუძლოდ გრძნობდა. ბაადურ წულაძე დაიბადა ბათუმში 1935 წლის 5 მარტს. დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი ა. დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის ხელმძღვანელობით, სადიპლომო ნამუშევარი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ჯილდო“. პირველად როგორც მსახიობი გამოჩნდა მიშა კობახიძის ფილმში „ქორწილი“. 1969 წლიდან კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრია, შესრულებული აქვს ორმოცდაათზე მეტი კინოროლი. მიღებული აქვს პრიზები რიგის სპორტული ფილმების მესამე საკავშირო ფესტივალზე (1970). დსთ და ბალტიისპირეთის ქვეყნების XIV საერთაშორისო კინოფესტივალი „კინოშოკი“, ანაპა (2005) — ჟიურის სპეციალური პრიზი მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმში „თბილისი-თბილისი“. 1961 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია ქართულ ფილმში.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)