|
2018-05-12 22:52:35, 2347 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა კალაძის განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდეს
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას „სამარცხვინოს“ უწოდებენ და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება. ისინი ასევე ადგილზე კარვების გაშლას აპირებენ და მოქალაქეებს კონსოლიდირებული მოქმედებისკენ მოუწოდებენ. „ჩვენი ადრესატი არ იყო კახა კალაძე. ჩვენ მივმართავდით ხელისუფლებას, რომელიც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ჩვენ პასუხი არ გაგვცა. ამიტომ ჩვენ გავშლით კარვებს, არსად წასვლას არ ვაპირებთ და მივმართავთ ხელისუფლებას, ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, - განაცხადა „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა. მისივე ინფორმაციით, აქციას ქუთაისიდან 80 ადამიანი შეუერთდა. „ჩვენ უფრო მეტნი ვიქნებით, ეს მხოლოდ დასაწყისია. ასევე სასიხარულო ამბავი არის ის, რომ აქციები დღეს გაიმართა საფრანგეთში და გერმანიაში, ხვალ კი, ჩვენ ვენა და ნიუ-იორკი შემოგვიერთდება. ჩვენ არაფრის გვეშინია“, - აღნიშნა ბექა წიქარიშვილმა. აქციის ორგანიზატორებმა მონაწილეებს მოუწოდეს, არ დაიშალონ. მათ ასევე მოქალაქეებს საწვიმრები დაურიგეს. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ აქციას თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. მან აქციის მონაწილეებს კრიმინალთან ბრძოლაში თანადგომისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)