|
2018-05-12 21:00:40, 1704 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეები პრემიერს მოუწოდებენ, 22:00 საათამდე განცხადება გააკეთოს
აქციის მონაწილეები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებენ, საღამოს 10 საათამდე პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთოს. ასევე ისინი აცხადებენ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგებმა კარვები უნდა გაშალონ. „მოვუწოდებთ კვირიკაშვილს, საღამოს 10 საათამდე პირდაპირ ეთერში გააკეთოს განცხადება და პასუხი გაგვცეს არის თუ არა ის პასუხიმგებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ახსნას ვითარება და პასუხი გაგვცეს. თუ ის არა არის პასუხისმგებელი მაშინ თქვას ვინ არის პასუხიმგებელი. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე გავშლით კარვებს და არსად არ წავალთ. ჩვენთან იყო მოსული პოლიციელების უფროსი და გვითხრა, რომ კარვების გაშლის შემთხვევაში ისინი იძულებული იქნებიან, წინააღმდეგობა გაგვიწიონ“,- განაცხადა „თეთრი ხმაურის მორაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა წიქარიშვილმა. ცნობისთვის პარლამენტთან აქციაზე ათასობით ადამიანი ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებს. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტრის, პრემიერის, და იმ პირობების პასუხიმსგებლობის დაყენებას ითხოვენ, ვინც სპეცოპერაციის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)