|
2018-05-12 19:58:56, 1451 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეები თბილისის მერიას ბიოტუალეტების და ნაგვის ურნების დამონტაჟებას თხოვენ
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის მერიას ბიოტუალეტების და ნაგვის ურნების დამონტაჟებას თხოვენ. „ჩვენ არ ვართ ის ხალხი რომელიც ნაგავს ყრის. ამიტომ ვთხოვთ ხელისუფლებას უზრუნველყოს აქცია ნაგვის ურნებით უზუნველყოს ვინაიდან დაშლას არ ვაპირებთ და ვგეგმავთ, რომ აქ დავრჩეთ. ვითხოვთ ბიოტუალეტების მოტანას. უნდა დავხვდეთ ჩვენ მოქალაქეებს რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან იმისათვის რომ შემოგვიერთდნენ“,-აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეებიდან პოლიეთილენის პარკებით დადიან და დაყრილ ნაგავს თვითონ აგროვებენ. ორგანიზატორმა აღნიშინეს, რომ მათ მხარდაჭერა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამაც გამოუცხადა. ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)