|
2018-05-12 19:09:13, 1786 ნახვა
საზოგადოება
„ჩვენ არ ვიბრძვით ბასიანისთვის, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის“ - აქციაზე ხალხის ნაკადი არ წყდება
პარლამენტთან სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარობს, ხალხის ნაკადი არ წყდება. აქციის ორგანიზატორები შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ აღნიშნული აქცია არის ქვეყნის მოქალაქეების საერთო პროტესტის გამოხატულება. „ეს არის ბრძოლა თემის წინააღმდეგ. რომელიც სხვანაირად გამოიყურება, რომელსაც აქვს სხვა ორიენტაცია და სხვანაირი აზროვნება. ჩვენ არ ვიბრძვით და ჩვენ არ ვართ ე.წ ბასიანელები, ჩვემ ვიბრძვით თავისუფლეისთვის. ეს არის არის უკნაყოფიელბა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. ეს არის ტრიბუნა, რომელიც ზოგად უკმაყოფილებას გამოხატავს. ქვეყანაში კი უკმაყოფილების დონე ყველა საკითხში იკვეთება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც რამის თმის სურვილი გაქვთ, აქ მოხვიდეთ და ამ ტრიბუნასთან გამოხვიდეთ. თქვენ არ უნდა მეტროს თანამშრომელები რომელსაც გაფიცვის საშუალება არ მისცეს. არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი პანკისელი ძმები, რომლებსაც თემირლანი მოუკლეს, არ დაგვავიწყდეს ადამიანები,რომლებიც სიღარიბეში ხოვრობენ. ჩვენ ყველას გვაქვს ერთი საერთო ტკივილი და ეს ტკივილი ჩვენი ქვეყანაა“,- განაცხადა აქციის მონაწილემ. აქციაში ასევე რუსეთის რამდენიმე მოქალაქე მონაწიელობს. ერთ-ერთმა მათგანმა ტრიბუნიდან შეკრებილ მოსახლეობა სიტყვით მიმართა და მომიტინგეებს სოლიდარობა გამოუცხადა. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)