19:45 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-12 18:20:05, 1444 ნახვა

საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან - თბილისისკენ რამდენიმე ავტობუსი დაიძრა

თბილისში პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რეგიონებიდან მოსახლეობა მოემართება.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, თბილისისკენ რამდენიმე ავტობუსი დაიძრა.  ამასთან, აქციის ორგანიზატორები ყველა მოქალაქეს პარლამენტის შენობასთან მისვლისკენ მოუწოდებენ.

„მოდით გავერთიანდეთ, ეს ბრძოლა ჩვენ უნდა მოვიგოთ. მოდით აქ დადექით ჩვენთან ერთად. ეს ტრიბუნა ყველასია და ეს ქვეყანა ჩვენია! რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი რამდენიმე ავტობუსი დაიძრა, რომელიც ჩვენკენ მოემართება. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა მხარდამჭერს და კიდევ ერთხელ მოვიუწოდებ ყველას გამოვიდეს“,- მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

გავრცელებული ინფორმაციით ავტობუსები თბილისში აჭარიდან და გურიიდან მოემართებიან.

პარლამენტთან ამ დროისთვის ათასზე მეტი ადამიანია შეკრებილი. მათი მთავარი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.

პარლამენტთან ასობით სამართალდამცველია მობილიზებული. ასევე, ქაშუეთის ეკლესიასთან სეპცრაზმი იმყოფება. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ „თავისუფლების მოედნისკენ“ წყლის ჭავლის მანქანები მიემართებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics