|
2018-05-12 17:46:12, 1423 ნახვა
საზოგადოება
ქაშვეთის ეკლესიასთან სპეცრაზმია მობილიზებული
ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცდანიშულების რაზმია მობილიზებული. კერძოდ, სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები ეკლესიის უკანა მხარეს იმყოფებიან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს წყლის ჭავლის მანქანების მოყვანა იგეგმება, თუმცა აღნიშნულს უწყებაში არ ადასტურებენ, ამასთან, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზის ნაწილი, მომიტინგეებს გადაკეტილი აქვთ. აქციაში ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა; უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი; მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|








epn.ge (@expressnews.ge)