|
2018-05-12 13:55:39, 1367 ნახვა
საზოგადოება
„მოემზადეთ პერმანენტული აქციებისთვის - „თეთრი ხამურის მოძრაობა“ პრემიერის და შს მინისტრის გადადგომას ითხოვს
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპეორაციის გამო, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს. როგორც მოძრაობის ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, აქცია, რომელიც დღეს 15:00 საათზეა დაგეგმილი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს და მათი მოთხოვნების შესრულებამდე არ დამთავრდება. „გუშინდელი დღე იყო დადასტურება, რომ საქმე გვაქვს წინასწარ მომზადებულ შეთქუმელასთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათ მოწამლეს ადამიანები, გაიმეტეს სასიკვდილოდ, გაიმეტეს იმისთვის, რათა მოემზადებინათ ნიადაგი გუშინდელი თორმეტი მაისის სისხლიანი შავი პარასკევისთვის. ღამისთვის, რომელმაც ფაქტიურად კიდევ ერთხელ ცადა ხელისუფლებამ ეჩვენებინა, რომ ამ ქვეყანაში ძალა უფლება ეკუთვნით მათ და არა ხალხს. ჩვენ დღეიდან საზოგადოებრივი ჯგუფები ვიწყებთ პრინციპულ ბრძოლას, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რათა ძალაუფლება გვეკუთვნის ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, საზოგადოებას. ძალაუფლება გვეკუთვნის ხალხს და არა სკამებზე მომსხდარ ჩინოვნიკებს, მარიუონეტულ რეჟიმებს და სამარცხვინო პოლიტიკოსებს, რომლებიც ბოლო პერიოდია მხოლოდ იმით არიან დაკავებულნი , რომ მოახდინონ საღი აზრის დისკრედიტაცია და მოახდინონ იმ ადამიანების დისკრედიტაცია რომლებთაც აქვთ რომლებთაც აქვთ წარმოდგენა ამ ქვეყნის ჯანსაღ მომავალზე, რომლებიც იბრძვიან ამ ქვეყნის ჯანსაღი მომავლისთვის. პირდაპირ ვადანაშაულებ მათ სახელმწიფოს წინააღმდეგ და ხალხის წინააღმდეგ ღალატში. მე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ მოემზადონ პერმანენტული აქციისთვის, დღევანდელი აქცია არ დამთავრდება დღეს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები რომლებთა შეუსრულებლობის შემთხვევაში არ დავტოვებთ პროტესტის ადგილს. ჩვენი მოთხოვნებია: დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, უპირობოდ გადადგეს საკუთარი ხალხზე მოძალადე შინაგა საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია,დაისაჯოს თორმეტი მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი, მმართველ ძალაში ჯერ კიდევ ხალხის მხარეს მდგომ პოლიტიკოსებს მოვუწოდებთ გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ მცდარ კურსს, რადგან ჩვენ ვაყენებთ ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს", - განაცხადა მოძრაობა "თეთრი ხმაურის" წევრმა ბექა წიქარიშვილმა.
მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმას მატერიალური კეთილდღეობით ვერ დაადუმებენ
ვაკეში დაპირისპირება იყო - დაჭრილია ოცნების ახალგაზრდულის წევრი
ევა გოცირიძე ოცნებას - სასამართლომ რატომ უნდა დაადასტუროს ის, რასაც ნაციონალურ მოძრაობას საყვედურობთ?
გვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)