|
2018-05-10 15:42:32, 1370 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოს ფედერაციასთან დავით ქევხიშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ
ძიუდოს ფედერაციასთან სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლები, სპორტსმენები და მწვრთნელები შეიკრიბნენ,რომლებიც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ, დავით ქევხიშვილს მხარს უჭერენ. ისინი აცხადებენ, რომ ქევხიშვილი კარგი მენეჯერია და არ სურთ მისი თანამდებობიდან გადადგომა. როგორც საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა განაცხადა, ქევხიშვილს სრულ სოლიდარობას უცხადებს. „უნდა დავლაგდეთ და სამწვრთნელო პროცესი უნდა გაიმართოს ჩვეულებრივ რიტმში. რაც შეეხება შეკრებილებს. სპორტსმენებიც და აქ დამსწრე საზოგადოება, გულშემატკივრები, რომლებიც მომავალ ძიუდოს. აქ შეკრებილები მხარს უჭერენ გატარებულ რეფორმებს, რომელსაც ქევხიშვილი ახორციელებს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მას“,- აღნიშნა გუჯეჯიანმა. ცნობისთვის, ძიუდოს ფედერაციის ყრილობა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ყრილობაზე ქევხიშვილთან დაპირისპირებული სპორტსმენები იმყოფებოდნენ, თუმცა მათ შეხვედრა პროტესტის ნიშნად, მალევე დატოვეს და განაცხადეს, რომ კითხვებზე პასუხები ვერ მიიღეს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)