|
2018-05-09 22:03:02, 1656 ნახვა
საზოგადოება
ბაიკერ კლუბი Invictus Georgia დაარსდა
ნატახტარში, ბაიკერ კლუბ Invictus Georgia-ს გახსნის ცერემონია ოფიციალურად გაიმართა. Invictus Georgia-ს პრეზიდენტმა თამაზ მაჩაიძემ სტუმრებს კლუბის წევრები წარუდგინა. როგორც Invictus Georgia-ს პრეზიდენტმა თამაზ მაჩაიძემ აღნიშნა კლუბში 21 კაცია გაწევრიანებული. „ჩემი სამეგობროს იდეა იყო, რომ კლუბი ჩამოგვეყალიბებინა. ბიჭები კლუბის წევრები არიან. კლუბში გაწევრიანებულია 21 კაცი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ევროპული მოდელის მოტო კლუბი „აიემსისის“ სტატუსით. ჩვენთან ერთად აქ იმყოფებიან სხვადასხვა ბაიკერ კლუბების წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. ჩვენი კლუბის სახელწოდება Inviktusi დაუმარცხებელს ნიშნავს“,-აღნიშნა თამაზ მაჩაიძემ. ბაიკერ კლუბის სამომავლო გეგმებზე ვიცე პრეზიდენტმა ირაკლი კუხიანიძემაც ისაუბრა. „ჩვენი კლუბი ორიენტირებულია ქველმოქმედებაზე. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ უპატრონო და თავშესაფრის არმქონე ბავშვებს დავეხმაროთ. ასევე ჩვენი მიზანია, რომ ჩავატაროთ მოტოფესტივალები და დავნერგოთ სწორი მოტოკულტურა საქართველოში“,- დასძინა ირაკლი კუხიანიძემ. კლუბის პრეზიდენტმა თამაზ მაჩაიძემ ცერემონიის დასასრულს წევრებს Invictus Georgia-ს წარწერით ჟილეტები გადასცა. კლუბის დაარსების ცერემონიაზე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ბაიკერ კლუბების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)