|
2018-05-09 12:52:50, 1581 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ამერიკელი ჟურნალისტები სტუმრობენ
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია ,,Marq Energie Consulting''-ის ორგანიზებით, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით პოპულარული გამოცემების - '"Wine and Spirits" და „Dow Jones" ჟურნალისტები ეწვიენ. ტურის ფარგლებში სტუმრები მოინახულებენ ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში, სადაც გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოებს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ შემდეგი კომპანიების ღვინოებს: „ლაპატი ვაინსი", „ნიკი ანთაძის ღვინოები", „შალვინო", „მეღვინეობა დანიელი", „კორპორაცია ქინძმარაული", „ნაოტარი", „მეღვინეობა შუმი", „გოცას ღვინოები", „ვარციხე", „არჩილ გუნიავას მარანი" და „ამირან ვეფხვაძის მარანი". ვიზიტის შედეგად, მიმიდნარე წლის შემოდგომზე, ქართული ღვინის შესახებ სტატიები დაიბეჭდება გამოცემებში „Wine and Spirits" და „Dow Jones", რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას აშშ-ს ბაზარზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)