|
2018-05-08 13:15:29, 1649 ნახვა
საზოგადოება
უცნობმა პირებმა რკინიგზის სადგურში „შტადლერის“ ორსართულიანი მატარებელი დააზიანეს
რკინიგზის სადგურში გვიან ღამით, უცნობა პირებმა შტადლერის ორსართულიანი მატარებელი დააზიანეს, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია აღნიშნული. „რკინიგზაში“ იმედოვნებენ, რომ სამართალდამრღვევები დროულად გამოვლინდებიან და პასუხისგებაში მიეცემიან. „ვანდალური ფაქტი რკინიგზის სადგურში. გვიან ღამით, პირველ ლიანდაგში მდგომი შტადლერის ორსართულიანი მატარებელი (Stadler Kiss) დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს, კერძოდ, მეოთხე ვაგონის კედელი სრულად მოხატეს. განრიგის მიხედვით, ღამით მატარებელი ბათუმის სადგურში 9 საათი დგას. სწორედ ამ პერიოდში მოხდა აღნიშნული დანაშაული. საქართველოს რკინიგზამ უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. შტადლერის ორსართულიანი მატარებელი 6 წუთის დაგვიანებით, თბილისის მიმართულებით 7:30-ზე გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ დროულად გამოვლინდებიან სამართალდამრღვევი პირები და მიეცემიან პასუხისგებაში, აღნიშნული ვანდალური ფაქტის გამო“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)