19:29 - 11 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-08 10:38:22, 1706 ნახვა

საზოგადოება
პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისათვის დაიწყო.

განალთლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე (registration.emis.ge). ელექტრონული რეგისტრაციის გვერდზე შესასვლელად მომხმარებელმა ბრაუზერში უნდა აკრიფოს შესაბამისი მისამართი ან ისარგებლოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ბმულით.

„გაითვალისწინეთ, მოსწავლის და მისი მშობლის შესახებ ეკრანზე გამოტანილი ყველა ველის შევსება სავალდებულოა.  რეგისტრაციის დასრულებამდე ეკრანზე გამოდის მოსწავლის შესახებ რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაცია და უნიკალური კოდი, რომელსაც სისტემა ავტომატურად მიანიჭებს თითოეულ რეგისტრირებულ პირველკლასელს. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის პროცესში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია პირი, რომელიც უშუალოდ ახდენს ბავშვის რეგისტრაციას.

ეკრანზე გამოსახულ რეგისტრაციის კოდს რეგისტრატორი მიიღებს, როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით. გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის კოდი უნიკალურია და მნიშვნელოვანია ბავშვის შემდგომი იდენტიფიცირებისთვის“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი 8 ივნისს დასრულდება. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამიას საკონსტიტუციოს სხდომაზე დაბრუნების უფლება მიეცა, კოპალეიშვილს - არა
გვარამია და კოპალეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან გააძევეს
ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნოდარ ჩაჩუას ცოლს საპროცესო გაუფორმდა
ჩემგან ვერცერთი გვარი ვერ მიიღეს- ნოდარ ჩაჩუა პოლიციას ცოლზე ზეწოლაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics