|
2018-05-07 15:42:36, 1514 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერმა კახა კალაძემ თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახური აწარმოებს. დედაქალაქის მერის განცხადებით, სამუშაოების დაწყების შემდეგ კიდევ უფრო მეტი პრობლემა გამოიკვეთა და მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია გადაწყდა. „თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი ავარიულ მდგომარეობაში იყო და გადაუდებელი წესით განვახორციელეთ შესყიდვა. როდესაც სამუშაოები დავიწყეთ, გამოჩნდა კიდევ უფრო მეტი პრობლემები - დაზიანებულია საყრდენები და კოჭები, შესაბამისად, ამ კონკრეტული მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია მოგვიწევს. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ორ თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა როგორც იკვეთება, დამატებითი სამუშაოებია ჩასატარებელი. ბოდიში უნდა მოვუხადო მძღოლებს შეფერხებისთვის, მაგრამ ჩამონგრევის საშიშროება იყო. ამჟამად კი რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მალე დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. სამუშაოებს შპს „ენ სი სი“ აწარმოებს. რეაბილიტაციისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 200 000 ლარი დაიხარჯება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)