|
2018-05-07 12:30:34, 1835 ნახვა
საზოგადოება
ძიუდოს ნაკრების წევრები დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციას მართავენ
საქართვველოს ძიუდოს ფედერაციასთან სპორტსმენები და გულშემატკივრები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. როგორც ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა განაცხადა, აქციები იქამდე გაგრძელდება სანამ მომიტინგეების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. მისივე შეფასებით, ქევხიშვილი ფედერაციას ერთპიროვნულად მართავს. "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დავით ქევხიშვილს მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. დღეს გოგოების ნაკრებიც შემოგვიერთდა და განაცხადეს, რომ სრულ მხარდაჭერას გვიცხადებენ. ასევე, დღეს უნდა შევხვდეთ კულტურისა და სპორტის მინისტრს. მივაწვდით მას ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ", - განაცხადა ლიპარტელიანმა. რაც შეეხება 10 მაისს დაგეგმილ ყრილობას, ჭრიკიშვილს თქმით, ქევხიშვიი იქამდე უნდა გადადგეს. მანვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე ყრილობის ჩატარებას აზრი არ აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)