|
2018-05-06 17:38:41, 1744 ნახვა
საზოგადოება
„აყურებინეთ იაგოს კლასიკო“-დიღმის იზოლატორთან აქცია იმართება
საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალური ფანკლუბი საქართველოში, დიღმის იზოლატორთან მშვიდობიან აქციას მართავს მოთხოვნით: „აყურებინეთ იაგოს კლასიკო“. აქციის ორგანიზატორების თქმით, კვირას სუპერკლასიკოა. ბარსელონას ფანკლუბის მეგობარი და „ბარსას გულშემატკივარი იაგო ხვიჩია 10 დღითაა დაპატიმრებული". "მივცეთ იაგოს უფლება, უყუროს სეზონის უმნიშვნელოვანეს მატჩს, მისი საყვარელი ფეხბურთელის ანდრეს ინიესტას უკანასკნელ კლასიკოს", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები. დიღმის სამმართველოსთან გამართულ აქციას „გირჩის“ წევრები შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა საკუთარი მოთხოვნის შესახებ სამმართველოს წერილობითაც მიმართეს. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ „გირჩის“ წევრებს იაგო ხვიჩიას და ვახო მეგრელიშვილს ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა, ხოლო ზურაბ ჯაფარიძეს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)