|
2015-01-18 16:41:13, 3116 ნახვა
სამართალი
რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივება, სისხლის სამართლის დანაშაული გახდება
ნებისმიერი სახის შუღლის გაღვივება სისხლის სამართლის დანაშაული გახდება. „როდესაც შუღლის ნიადაგზე დადგებოდა მკვლელობის შედეგი, მაშინ ხდებოდა დასჯადი, მაგრამ თავად შუღლის გაღვივების ფაქტი დასჯადი არ იყო. ჩვენ გავითვალისწინეთ უცხო ქვეყნების გამოცდილება, მათ შორის გერმანიისა და ევროკავშირის სხვა მოწინავე ქვეყნებისა“,-აღნიშნა იზორიამ. „მაგალითად, როდესაც რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივებას მოსდევს შედეგი და ეს დაკაშირებულია ფიზიკურ და ძალადობრივ დაპირისპირებასთან, ასეთ შემთხვევაში სტაბილურობისთვის, მშვიდობიანი თანაარსებობისთვის, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე, აუცილებელია ასეთი სისხლის სამართლის დასჯადი ქმედების არსებობა. ჩვენ ჩართულნი ვართ საერთაშორისო დისკუსიაში, აქედან გამომდინარე, როდესაც ვამბობ, რომ არსებობს გამოცდილი ქვეყნების პრაქტიკა, ეს გულისხმობს, რომ ეს ქვეყნები განსაკუთრებით იმ ოქროს შუალედს იცავენ, რომელიც დაკავშირებულია სიტყვის გამოხატვის თავისუფლებასთან და მეორეს მხრივ საზოგადოების, მათ შორის, სხვადასხვა კონფენსიების მშვიდობიან თანაარსებობასთან. შესაბამისად, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შუღლი, რომელიც ძალადობის ელემენტებთანაა დაკავშირებული, დასჯადი იქნება“,-განაცხადა იზორიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)