|
2015-01-18 11:43:27, 3215 ნახვა
სამართალი
გორში მოხუცი ქალბატონი დააყაჩაღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1984 წელს დაბადებული გიორგი დ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 17 იანვარს, ღამის საათებში ცივი იარაღით შეიარაღებული ერთი პირი გორში, სულხან-საბას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ოქროს ნივთები, ძვირად ღირებული საათი და 20 ლარი გასტაცა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს და გატაცებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)