|
2015-01-16 19:29:04, 3364 ნახვა
სამართალი
ტრეფიკინგში ბრალდებულ უზბეკეთის მოქალაქეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადამიანით ვაჭრობისთვის ბრალდებულის ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ზარინა ასაროვას საქმის არსებითი განხილვა დაასრულა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ზ. ასაროვას ბრალად ედებოდა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მოქალაქის ბ.რ-ს მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ, კერძოდ თურქეთის რესპუბლიკაში გადაყვანით ტრეფიკინგის განხორციელება. "ასაროვამ ტაჯიკეთის რესპუბლიკიდან მოტყუებით, მაღალანაზღაურებად სამსახურში დასაქმების დაპირებით, ჩამოიყვანა და შეიფარა ბ.რ., რომელსაც ჩამოართვა ტაჯიკეთის მოქალაქის პასპორტი, შეუზღუდა თავისუფლად გადაადგილების უფლება და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მის მიმართ ახორციელებდა სექსუალურ ექსპლუატაციას.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)