|
2017-11-13 15:56:25, 2194 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი: ეს არის ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარება
„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება გულისხმობს უფრო მეტად მოქნილი სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბებას, უნდა მოხდეს მაქსიმალური ოპტიმიზაცია და ეფექტიანი გახდეს მართვა“, -ასე გამოეხმაურა სამთავრობო ცვლილებებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი. მინისტრის შეფასებით, გარემოს დაცვის სამინისტროსთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაერთიანება ლოგიკური ცვლილება და ევროპული გამოცდილების გაზიარებაა. „ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ასეთი პრაქტიკა წარმატებით მუშაობს. ჩვენს შემთხვევაშიც, როდესაც კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვნად აისახება სოფლის მეურნეობაზე, სატყეო მეურნეობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვის კონტექსტში მოხდეს სოფლის მეურნეობის, სოფლის განვითარების, სატყეო მენეჯმენტისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მართვა. პრაქტიკულად ყველა ევროპულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობასთან ერთად ხდება ტყის რესურსების დაცვა, ტყის მენეჯმენტი, რადგან აქ ერთიან ფიტოსანიტარულ მიდგომებზეა საუბარი, ასევე საჭიროა ერთიანი პოლიტიკა ცხოველთა დაცვის კუთხითაც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. დავითაშვილის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მიმართულებით, არსებობს არაერთი ნაკისრი ვალდებულება, რომელთა შესრულებაც, საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. (NS)
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ ზელენსკი მზადაა პუტინს ანტარქტიდაში შეხვდეს, მაგრამ არა მოსკოვში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)