22:48 - 09 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-09 22:26:15, 271 ნახვა

პოლიტიკა
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები

ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას თქმით, ივანიშვილის წარმომადგენლების სხდომაზე, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა, "ძალიან მნიშვნელოვანი მიმდინარე პოლიტიკური საკითხები" განიხილეს. მან ხაზსგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ჩინეთთან ურთიერთობა და ჩინეთის ვიცეპრეზიდენტის ვიზიტის შეფასება იყო. 

"რეგიონში პირველი სტრატეგიული პარტნიორი ჩინეთისთვის ვართ ჩვენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი, სასიხარულო და მისასალმებელია. იცით, რომ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი გაფორმდა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ რეგიონში, როგორც პირველი სტრატეგიულ პარტნიორი, ასეთი უმაღლესი თანამდებობის პირი ჩამობრძანდა ოფიციალური ვიზიტით.

ძირითადად შევეხეთ და მიმოვიხილეთ კიდევ ერთხელ ამ ვიზიტის მიმდინარეობა, ის თუ რა საკითხები იყო განხილული და ძალიან მოხარულები ვართ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორი ყველა მიმართულებით.

ჩვენ ამას ვაფასებთ და ვაფასებთ იმას, რომ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე ჩვენი პარტნიორობა უფრო ღრმავდება ყველა მიმართულებით, ამისთვის ჩვვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს და ამის მზაობა აქვს ჩინეთსაც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვამი. ამას უწყის ასეთი ვიზიტი და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები, რომელიც განხორციელდა ჩვენს ქვეყანაში" - ამბობს კირცხალია.

ივანიშვილის უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ ახლა ჩინეთში ქართული დელეგაცია იმყოფება. 

"ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება და ასევე გაგრძელება იქნება იმ ურთიერთობების, რომელ ურთიერთობასაც საფუძველი ჩაყრილი აქვს და რომელი ურთიერთობაც ვითარდება მრავალმხრივ. ჩვენი პოლიტსაბჭოს წევრები არიან, დეპუტაცია წასულია, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი იმყოფება ამ ვიზიტით ჩინეთში. ასე რომ, ესეც ცხადყოფს, თუ რა დონეზე ყველა მიმართულებით... მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდული კუთხითაც განვავითაროთ ჩინეთთან ურთიერთობები.

კარგად მოგეხსენებათ, ტურიზმის კუთხით რამდენი რეისი ხორციელდება, უვიზო მიმოსვლა და რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად რეგიონში ჩვენი ქვეყნისთვის. ასე რომ კიდევ ერთხელ ყოვლისმომცველად და დეტალურად ვისაუბრეთ  ამასთან დაკავშირებით.

ვისაუბრეთ სხვადასხვა ვიზიტზე, სადაც იმყოფებოდა ბატონი პრემიერი, თუ რა არის დაგეგმილი საგარეო ვიზიტების კუთხით. ასევე შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე ვისაბრეთ, ზოგადად იყო შეხვედრა მიმდინარე ძალიან მნიშვნელოვან, განსაკუთრებით ხაზგასმით, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით" - ამბობს კირცხალია.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტის შეჯამებას. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელი მოვლენაა.

„სხდომაზე დეტალურად მიმოიხილეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ისეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის არსებობის მნიშვნელობას, როგორიც ჩინეთია.

ასევე, საუბარი შეეხო ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს. უმრავლესობის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

სხდომაზე ასევე, მიმოიხილეს კობახიძის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი საგარეო ვიზიტები“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირცხალია ივანიშვილის წარმომადგენელთა სხდომაზე - განვიხილეთ ჩინეთთან ურთიერთობა და სხვა პოლიტიკური საკითხები
ღარიბაშვილი სხდომების დახურვაზე -ჩრდილოვანი მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითია
ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 30 წლის წინ, 7 წლის დაზარალებულზე სექსუალურად ძალადობდა - საფარი
გერმანიას შესაძლოა პირველი ქალი პრეზიდენტი ეყოლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics